07:18 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (612)
239 0 0

მეცნიერებმა აღწერეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის შემთხვევა, რომელსაც სხვა სიმპტომებზე ადრე სწორედ ეს ნიშანი გამოუვლინდა.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ლითონის გემო პირში შეიძლება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იყოს, ნათქვამია აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში. ამის შესახებ წერს გამოცემა Express.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რესპირატორული ინფექციების დროს ბევრ პაციენტს, ცხვირის გაჭედვის ან ყნოსვითი ეპითელიუმის დაზიანების გამო, გემოვნების აღქმა უქვეითდება ან ეცვლება.

მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული 59 წლის ქალის მდგომარეობა აღწერეს, რომელიც COVID-19-ით შევიდა კლინიკაში. ირკვევა, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა კორონავირუსისთვის ტიპური სიმპტომები — ქოშინი, სისუსტე, მადის დაკარგვა. უკანასკნელი მას ჰოსპიტალიზაციამდე ერთი კვირით ადრე გამოუვლინდა — დაავადების სხვა ნიშნების გაჩენამდე.  

„ჰოსპიტალიზაციამდე ერთი კვირით ადრე პროდუქტები, რომლებიც პაციენტს მოსწონდა, უგემური და „ლითონური“ მოეჩვენა“, — ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, ქალს თანდათან გაუქრა ყნოსვა, მიუხედავად იმისა, რომ ცხვირი გაჭედილი არ ჰქონდა.

როგორც ინგლისის ჯანმრთელობის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) განმარტა, ლითონის გემო პირში, როგორც წესი, არ არის საშიში, მაგრამ ეს შეიძლება მრავალი დაავადების ნიშანი იყოს.

„პირის ღრუში ლითონის გემოს გაჩენის გავრცელებული მიზეზებია: ღრძილების დაავადება, ანტიბიოტიკების მიღება, კიბოს მკურნალობა, გაციება, სინუსიტი და სხვა რესპირატორული ინფექციები“, — განმარტეს NHS-ში.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ამ სიმპტომის მკურნალობა დამოკიდებულია თითოეულ ცალკეულ შემთხვევაზე და ხშირად საერთოდ არ არის საჭირო.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (612)

მთავარი თემები