COVID-19-ის წყაროს დადგენა აუცილებელია: ჯანმოს ჩინეთთან თანამშრომლობის იმედი აქვს

© AP Photo/Ng Han Guanპეკინის მცხოვრებლები
პეკინის მცხოვრებლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის ცოდნა, თუ საიდან გაჩნდა ვირუსი, აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, სად შეიძლება იჩინოს მან თავი მომავალში, მიაჩნია ჯანმოს წარმომადგენელს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსული ინფექციის წყაროს დადგენის საქმეში ჩინელი კოლეგების მხრიდან ღიაობისა და თანამშრომლობის იმედი აქვს, განაცხადა ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა ბრიფინგზე.

საავადმყოფო გერმანიაში - Sputnik საქართველო
ყოველ 17 წამში ერთი: გამოქვეყნდა კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში
„დაჟინებით ვითხოვთ თანამშრომლობას ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით, ჩინელი კოლეგების მხრიდან... სამეცნიერო თანამშრომლობის თვალსაზრისით ველოდებით ღიაობასა და გამჭვირვალობას ყველა წევრი ქვეყნისგან“, — აღნიშნა რაიანმა.

როგორც ჯანმოს პროგრამის დირექტორმა განაცხადა, ორგანიზაციას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერტთა ჯგუფი მოკლე ვადაში გაიგზავნება ჩინეთში COVID-19-ის შესაძლო წყაროს შესასწავლად.  

„ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის კვლევის შედეგებს და შეამოწმებს მათ. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება. გვსურს, რომ ეს ჯგუფი შეძლებისდაგვარად მალე ჩავიდეს ჩინეთში... ჩვენ გვაქვს გარანტიები ჩინელი კოლეგებისგან, რომლებიც საველე მისიის უზრუნველყოფას დაგვპირდნენ“, — აღნიშნა რაიანმა.

ექსპერტის თქმით, იმის ცოდნა, თუ საიდან გაჩნდა ვირუსი, აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ვიცოდეთ, სად შეიძლება იჩინოს მან თავი მომავალში.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ჩინელ კოლეგებს ისევე სწყურიათ პასუხები იპოვონ ამ კითხვებზე, როგორც ჩვენ“, — დასძინა რაიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0