პირველად შუა საუკუნეების შემდეგ: ასტრონომები დეკემბერში უიშვიათეს მოვლენას ელოდებიან

CC BY 2.0 / Jason Corey / Lifeთეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტრონომების თქმით, უიშვიათესი მოვლენის დანახვა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი ღამის ცაზე.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის რაისის უნივერსიტეტის ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ 21 დეკემბერს, მზის ჩასვლის შემდეგ იუპიტერი და სატურნი ერთმანეთს მაქსიმალურად დაუახლოვდებიან, ნათქვამია phys.org-ზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

​მკვლევარების თქმით, ორ პლანეტას შორის ესოდენ მცირე დაშორება, რაც ღამის ცაზე გამოჩნდება, შუა საუკუნეების შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ გაზის ორი გიგანტი პერიოდულად, დაახლოებით ოც წელიწადში ერთხელ უახლოვდება ხოლმე ერთმანეთს, თუმცა ასეთი მინიმალური დაშორება მათ შორის ბოლოს 1226 წლის 4 მარტის გამთენიისას შენიშნეს.

ამერიკელი ასტრონომების განმარტებით, 16–25 დეკემბერს იუპიტერსა და სატურნს შორის ხილული მანძილი სავსე მთვარის დიამეტრის ერთი მეხუთედი იქნება, რაც ორმაგი პლანეტის შთაბეჭდილებას შექმნის.

გავრცელებული ინფორმაციით, მოვლენა საუკეთესოდ ეკვადორიდან გამოჩნდება, თუმცა, კარგი ამინდის პირობებში, მისი დანახვა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი. სატურნი და იუპიტერი ცის დასავლეთ ნაწილში მზის ჩასვლიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდება.

ორი პლანეტა მინიმალურ მანძილზე ერთმანეთს მომდევნო ჯერზე 2080 წლის 15 მარტს მიუახლოვდება, შემდეგ კი უკვე მხოლოდ 2400 წელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0