14:57 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2324)
129 0 0

მექსიკური სერიალის „მდიდრებიც ტირიან“ პრემიერა 1979 წელს შედგა, 1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მას უზარმაზარი პოპულარობა ხვდა წილად

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. გარდაიცვალა მექსიკელი მსახიობი მალენი მორალესი, რომელიც მთავარ როლებს ასრულებდა სერიალებში „ველური ვარდი“ და „მდიდრებიც ტირიან“, იუწყება Twitter-ში  მექსიკის მსახიობთა ეროვნული ასოციაცია.

„მსახიობთა ეროვნული ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი კოლეგის, მალენი მორალესის, ჩვენი პროფკავშირის წევრის გარდაცვალების გამო. ვუცხადებთ სამძიმარს ოტო სირგოს, ოჯახს და მეგობრებს“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

მორალესი გადაღებულია სერიალებში „ველური ვარდი“, „მდიდრებიც ტირიან“ და „კამილა“. ის 45 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული მსახიობ ოტო სირგოზე.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა ადრე მან ონკოლოგიური დაავადება გადაიტანა.

მექსიკური სერიალის „მდიდრებიც ტირიან“ პრემიერა 1979 წელს შედგა, 1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მას უზარმაზარი პოპულარობა ხვდა წილად. „ველური ვარდი“ 80-იანი წლების ბოლოსაა გადაღებული.

თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

მთავარი თემები