00:18 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1220)
123 0 0

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 57,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 1,36 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსის მესამე ტალღამ ევროპას შემდეგი წლის დასაწყისში შეიძლება გადაუაროს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ნაბარომ შვეიცარიულ მედიაკომპანია CH Media-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ თავიდან ვერ აიცილა მეორე ტალღა, თუმცა მათ პირველი ტალღის კონტროლის ქვეშ მოქცევა შეძლეს.

„ევროპის რეაქცია სრულყოფილი არ იყო. ზაფხულის თვეებში, როდესაც პირველი ტალღა კონტროლის ქვეშ მოაქციეს, აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. ახლა მათ მეორე ტალღასთან აქვთ საქმე. თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას ახლა არ შექმნის, მესამე ტალღა შემდეგი წლის დასაწყისში ექნებათ“, – განაცხადა ნაბარომ.

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, ახლა ბევრი ქვეყნის წინაშე დგას ამოცანა - კვლავ მოაქციონ ვირუსი კონტროლის ქვეშ, მაგრამ ეს არ გააკეთონ ისეთი უხეში ზომებით, როგორიცაა ლოკდაუნი, რომელიც ძალიან ძვირი უჯდებათ.

ჯანმოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უკეთესია, რაც ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მკაფიო კომუნიკაციის შედეგადაა მიღწეული.

„კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ძალიან შესამჩნევია აღმოსავლეთ აზიაში: მას შემდეგ, რაც მოხდა შემთხვევების რაოდენობის შემცირება ადამიანების ძლიერი რეაქციის წყალობით, ზომების შერბილება არ ხდება. საჭიროა დალოდება, სანამ მაჩვენებლები არ გახდება დაბალი და ამ დონეზე არ შენარჩუნდება“, - აღნიშნა მან.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1220)

მთავარი თემები