09:12 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1233)
139 0 0

ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი სიცოცხლისუნარიან ვირუსს 70 დღის განმავლობაში გამოყოფს, ხოლო COVID-19-ის გენეტიკური მასალის ნარჩენებს - 90 დღის განმავლობაში

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ზედა სასუნთქ გზებში COVID-19-ის კონცენტრაცია მაღალი ხდება დამახასიათებელი სიმპტომების (ხველა, ყნოსვის დაკარგვა და ა.შ.) გამოჩენამდე 2-3 დღით ადრე, ეს კი საკმარისია სხვების დაინფიცირებისთვის, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ-ანალიტიკური განყოფილების დირექტორმა ნატალია პშენიჩნაიამ. ამის შესახებ წერს РИА Новости.

მისი თქმით, სწორედ ზედა სასუნთქი გზებიდან კორონავირუსის გამოყოფის ის მაღალი დ

ონე, რომელიც მსუბუქ პაციენტებსაც კი გააჩნიათ, მათ გადამდებს ხდის და ვირუსის გავრცელების მთავარ ნიშანს წარმოადგენს.

დაავადებულებს ვირუსის აქტიური გავრცელება დაინფიცირებიდან პირველ კვირაში შეუძლიათ. მოგვიანებით სიცოცხლისუნარიანი ვირუსის გამოყოფა მცირდება, თუმცა ის COVID-19-ის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში ათ დღეს გრძელდება. საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმის შემთხვევაში ეს პერიოდი იზრდება და სამ კვირას შეიძლება აღწევდეს.

ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, თუ დაავადებულს დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს, სიცოცხლისუნარიანი ვირუსი 70 დღის განმავლობაში შეიძლება გამოიყოფოდეს, ხოლო COVID-19-ის გენეტიკური მასალის ნარჩენები, რომლებსაც PCR-ტესტირება ადგენს - 90 დღის განმავლობაში. ზოგიერთი მონაცემებით, როგორც სპეციალისტმა განმარტა, ეს ვადა 105 დღემდე შეიძლება გაიზარდოს.

ამიტომ, სპეციალისტის შეფასებით, ადამიანი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სხვებისთვის უსაფრთხო მხოლოდ უარყოფითი PCR-ტესტის შემთხვევაში ხდება.

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში დაავადების 56,6 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სულ მცირე 1,3 მილიონი ადამიანი. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობით ლიდერობენ აშშ, ინდოეთი, ბრაზილია და საფრანგეთი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1233)

მთავარი თემები