00:09 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1236)
67 0 0

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში იზრდება. მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში ნახევარ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 10 ათასია.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ნოემბრის დილისთვის 55 928 327 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 1 344 003, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 594 542 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 989 ადამიანი.

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 56 822 606 შემთხვევა და გარდაცვლილია 1 359 120 ადამიანი.

ჯანმომ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1236)

მთავარი თემები