08:06 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (568)
117 0 0

ბოლო პერიოდში მეცნიერებმა არაერთი მოულოდნელი ნიშანი დაასახელეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადების მაუწყებელია.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი არის ქერტლი, წერს გამოცემა Express ამ დაავადების შემსწავლელი კომპანიის Parkinson's UK-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

საუბარია სებორეულ დერმატიტზე. მსუბუქ ფორმაში ის ქერტლის სახით იჩენს თავს, მძიმე ფორმისას კი თავის კანი წითლდება და ქერცლოვანი ხდება, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება სველი გამონაყარიც განვითარდეს.

ამასთან მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, თუ რატომ ემართებათ სებორეული დერმატიტი პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს.

სებორეული დერმატიტი არის ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს თავის კანისა და ტორსის იმ უბნებს, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლებია განვითარებული. ყველაზე ხშირად დაავადების მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია. კიდევ ერთი მიზეზია ტესტოსტერონის, ანაბოლური სტეროიდებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება.

მანამდე ამერიკელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია უმიზეზო ოფლიანობა.

პარკინსონის დაავადება არის ცენტრალური ნერვული სისტემის ნელა პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება. დაავადების კლასიკური გამოვლინებებია: მოძრაობის დარღვევები, კუნთების რიგიდობა, ტრემორი. ასევე შესაძლებელია პოსტურალური დარღვევების განვითარებაც.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (568)

მთავარი თემები