21:04 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2324)
39 0 0

გავლენიანმა რესპუბლიკელებმა შეერთებული შტატების კონგრესს მოუწოდეს, შეძლებისდაგვარად მალე დაინიშნოს მოსმენები არჩევნების სამართლიანობის შესამოწმებლად.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გავლენიანი კომიტეტების რესპუბლიკელმა წევრებმა მოუწოდეს მართლმსაჯულებისა და მონიტორინგისა და რეფორმების კომიტეტების თავმჯდომარეებს — ჯეროლდ ნედლერსა და კეროლინ მალონის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო შეცდომებისა და არაკანონიერი მოქმედებების გამოძიება დაიწყოს, იუწყება ტელეარხი Fox News.

ტელეარხის ცნობით, კომიტეტების თავმჯდომარეებს ამ მოთხოვნით წერილობით მიმართეს წარმომადგენელთა პალატის მაღალჩინოსანმა რესპუბლიკელებმა — ჯიმ ჯორდანმა და ჯეიმს კომერმა.

„მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოსმენები 2020 წლის არჩევნების სამართლიანობის შესამოწმებლად დარღვევებისა და მაქინაციების შემაშფოთებელი ინფორმაციების ფონზე“, — ნათქვამია წერილში.

ჯორდანმა და კომერმა კოლეგა დემოკრატებს თანამშრომლობისა და მოსმენების „შეძლებისდაგვარად მალე დანიშვნისკენ“ მოუწოდეს.

როგორც წერილშია ნათქვამი, კონგრესი ვალდებულია ჩაატაროს შემოწმება „იმის გარანტიისთვის, რომ ამერიკელებს სჯეროდეთ ჩვენი არჩევნების სამართლიანობისა“.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკულმა მასმედიამ, საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით, გამარჯვებულად დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი გამოაცხადა. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერებმა უკვე მიულოცეს ბაიდენს გამარჯვება, თუმცა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერჯერობით დამარცხება არ უღიარებია, მის გუნდს სხვადასხვა შტატის სასამართლოებში სარჩელები შეაქვს კენჭისყრის შედეგების გადათვლის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

მთავარი თემები