მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრო ბაიდენის გუნდთან მუშაობაზე უარს აცხადებს

© photo: Sputnik / Yuki Ivamura / გადასვლა მედიაბანკშიბაიდენის მხარდამჭერთა აქცია
ბაიდენის მხარდამჭერთა აქცია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის გენერალური სერვისების სააგენტოს ამ დრომდე არ გამოუცხადებია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრო არ იმუშავებს ჯო ბაიდენის გუნდთან მანამ, სანამ მის გამარჯვებას ქვეყნის გენერალური სერვისების სააგენტო (GSA) არ ცნობს, იუწყება ტელეახი CNN უწყების ხელმძღვანელზე ალექს აზარზე დაყრდნობით.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ როცა GSA დაადგენს [ვინ გაიმარჯვა], ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ ერთობლივ პროფესიონალურ გარდამავალ პროცესს. ჩვენ ვიცავთ სახელმძღვანელო პრინციპებს“, — განაცხადა აზარმა.

მანამდე გაზეთი Politico წერდა, რომ GSA-ს ხელმძღვანელმა ემილი მერფიმ უარი თქვა ფორმალობის დაცვაზე და ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებაზე.

ჯო ბაიდენი მომხრე აშშ-ის დროშით - Sputnik საქართველო
დაუთვლელი ბიულეტენები ჯორჯიის კიდევ ერთ საარჩევნო ოლქში აღმოაჩინეს

გამოცემა განმარტავს, რომ სანამ მერფი ბაიდენს გამარჯვებულად არ გამოაცხადებს, მანამ მისი გუნდი ვერც მთავრობის ფინანსებზე მიიღებს წვდომას და ვერც ფედერალურ უწყებებთან დაიწყებს მუშაობას. ექსპერტების აზრით, ამგვარი დაყოვნება ბაიდენის გეგმების განხორციელებას ხელს შეუშლის.

რონ კლაინმა, რომლის დანიშვნასაც გეგმავს ბაიდენი თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად, მანამდე განაცხადა, რომ GSA ხელისუფლების გადაცემას მომდევნო კვირაში დაეთანხმება.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკულმა მასმედიამ, საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით, გამარჯვებულად დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი გამოაცხადა. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერებმა უკვე მიულოცეს ბაიდენს გამარჯვება, თუმცა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერჯერობით დამარცხება არ უღიარებია, მის გუნდს სხვადასხვა შტატის სასამართლოებში სარჩელები შეაქვს კენჭისყრის შედეგების გადათვლის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ყველა ახალი ამბავი
0