11:29 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
111 0 0

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მთავარი მიზანი გაზსადენის პროექტის სრული დახურვა იქნება, რისთვისაც განსაკუთრებული სტრატეგია შემუშავდება

თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. გერმანია უნდა მოემზადოს ვაშინგტონის მხრიდან „ქამრების შემოჭერისთვის“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ, რადგან ხელისუფლებაში ჯო ბაიდენის მოსვლის შემდეგ აშშ-ის პოლიტიკის შერბილების იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს, წერს Bild-ის ჟურნალისტი  იულიან რიოპკე. ამის შესახებ იუწყება РИА Новости.

2020 წლის ივლისის ბოლოს აშშ-ის სენატმა მოიწონა ახალი თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სანქციებს გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ. უკვე მოქმედი შემზღუდველი ზომები გავრცელდება ორგანიზაციებზე, რომლებიც მილების გაყვანით არიან დაკავებული, და პროექტთან დაკავშირებულ სადაზღვევო კომპანიებზე.

მსგავსი არაკეთილსაიმედო პროგნოზისადმი რიოპკეს უბიძგა სწორედ ამასწინანდელმა სანქციებმა რუსულ-გერმანული პროექტის მონაწილეთა წინააღმდეგ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შეზღუდვები გერმანიის ხელისუფლების წინააღმდეგ დღის წესრიგში ჯერ არ არის, თუმცა ბაიდენი მზადაა „დაასამაროს“ თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“.

ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალისტ ალან რაილის აზრით, ახალი სანქციების გამო „გაზპრომი“ იძულებული იქნება ბევრი დრო დახარჯოს სასერტიფიკატო და სადაზღვევო კომპანიების მოძიებაზე, რაც პროექტის რეალიზაციას შეანელებს. მაგრამ, როგორც ექსპერტი ირწმუნება, ბაიდენის მთავარი მიზანია პროექტის დახურვა და ამისათვის ის მზადაა, ისეთი სტრატეგია შეიმუშაოს, რომელსაც თავად გერმანია დაუჭერს მხარს.

რაილი მიიჩნევს, რომ ბაიდენი გერმანიას შესთავაზებს „უსაფრთხოების საკითხების ფართო პაკეტს“, რომელიც გამიზნული იქნება რუსული გაზის განახლებადი რესურსებით ჩანაცვლებისკენ.

ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი ბენჯამენ შმიტი აღნიშნავს, რომ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ერთნაირად ნეგატიურად არიან განწყობილი რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის მიმართ.

მის პოზიციას ადასტურებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანიც, დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფორ რასმუსენი. ის წუხს, რომ მომავალი სანქციები შესაძლოა შეეხოს სასერტიფიკატო კომპანია Det Norske Veritas-ს, მაგრამ, მისი სიტყვებით, დანიელების უმეტესობა „მოხარული იქნება, თუ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ისტორია ჩვენს წყლებში დასრულდება“.

ჩრდილოეთის ნაკადი-2

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის ტერიტორიულ წყლებზე და რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე.

აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს საკუთარი თხევადი აირი. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად – შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელსაც გაზსადენი გაჰყავდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა და სპეციალური ხომალდები გაიწვია.

გერმანია და ავსტრია, რომლებიც დაინტერესებული არიან საწვავის საიმედო მიწოდებით, მხარს უჭერენ გაზსადენის გაყვანას. მშენებლობას ემხრობა ასევე ნორვეგია, რომლის მთავრობას მშენებლობის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია Kvaerner-ის აქციების 30 პროცენტი ეკუთვნის.

მთავარი თემები