09:53 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2351)
74 0 0

ბიტკოინზე მაქსიმალური ფასი 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც მისმა ღირებულებამ 19 666 აშშ დოლარს მიაღწია.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბიტკოინის კურსმა, პირველად 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, $18.000 ნიშნულს გადააბიჯა, წერს გამოცემა Forbes ელექტრონული კრიპტოვალუტის ბირჟა Coindesk-ისა და პორტალ Coinmarketcap-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

დღევანდელი მონაცემებით, კრიპტოვალუტის კურსი 18.174 აშშ დოლარია.

ბოლოს ბიტკოინი დაახლოებით ამდენივე 2017 წლის დეკემბერში ღირდა, როდესაც 8 დეკემბერს მისმა ფასმა $18.328-ს მიაღწია. უკვე ათი დღის შემდეგ კი, 17 დეკემბერს კრიპტოვალუტაზე მაქსიმალური ფასი – 19.666 აშშ დოლარი დაფიქსირდა.

წელს ბიტკოინის ღირებულება ორჯერ და მეტად გაიზარდა, რითიც 2017 წლის დინამიკა გაიმეორა — როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა ჯერ 1375 პროცენტით მოიმატა, მომდევნო წელს კი 70%-ით დაეცა.

როგორც Bloomberg-ი წერს, კრიპტოვალუტის წარმატება უოლ-სტრიტის მხრიდან მის მიმარ ინტერესის გაზრდითაა გამოწვეული.

სააგენტო წერს, რომ ბიტკოინის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ კრიპტოვალუტა მიაღწევს და გადააჭარბებს კიდეც 2017 წლის დეკემბრის რეკორდულ ნიშნულს.

„ბიტკოინი — ეს სიგიჟეა. ერთმა ღმერთმა იცის, სადამდე გაიზრდება“, – განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას Miller Tabak+Co-ს საბაზრო სტრატეგმა მეტ მეილიმ.

თუმცა, ზოგი ექსპერტი პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს და უკუსვლას ელოდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ წარსულში დიდ წინსვლას ყოველთვის სდევდა 30–40%-იანი კორექცია, „არც ახლა არსებობს მიზეზი იმის სავარაუდოდ, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება“, – მიაჩნია კრიპტობირჟა Luno-ს ხელმძღვანელ ვიჯაი აიიარს.  

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2351)

მთავარი თემები