11:17 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2312)
6610

ბერლინის მოსახლეობა აპროტესტებს COVID-19-თან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს და ბუნდესტაგის შენობისკენ გაჭრას ცდილობს.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბერლინში COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან მიშვებას მოითხოვენ, იუწყება გაზეთი Der Spiegel.

სამართალდამცველებს ბრანდენბურგის კარიბჭიდან ბუნდესტაგის მიმართულებით მიმავალი ქუჩა ბლოკირებული აქვთ. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მომიტინგეებს საპოლიციო ზღუდეებისგან დაშორებისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს გერმანიის პარლამენტში მოსახლეობის ინფექციური დაცვის შესახებ კანონის ახალი რედაქციის მიღება იგეგმება. ახალი კანონი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს უფლებებს უფართოვებს პანდემიისას შემზღუდავი ზომების დაწესების კუთხით.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მიმდინარეობს საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება.

თემები:
მსოფლიო დღეს (2312)

მთავარი თემები