თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. იტალიელმა მეცნიერებმა ადამიანის ტვინის ნეირონული ქსელების სტრუქტურა სამყაროს გალაქტიკების ქსელს შეადარეს და მათ შორის ბევრი მსგავსება აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers of Physics.
The Quantitative Comparison Between the Neuronal Network and the Cosmic Webhttps://t.co/TJFKSEDydy pic.twitter.com/AiuxkJLfQY
— dada (@dadababako1966) November 18, 2020
ადამიანის ტვინი და სამყარო ორი ურთულესი ბუნებრივი სისტემაა. ასტროფიზიკოსმა ფრანკო ვაცამ და ნეიროქირურგმა ალბერტო ფელეტიმ ივარაუდეს, რომ მიუხედავად მასშტაბში უზარმაზარი სხვაობისა, ფიზიკური პროცესები ამ სისტემებში ერთი და იმავე კანონების შესაბამისად მიმდინარეობდა. შედეგად – ჩამოყალიბდა მსგავსი დონის სირთულისა და თვითორგანიზაციის სტრუქტურები.
— dada (@dadababako1966) November 18, 2020
ადამიანის ტვინი უზარმაზარი ნეირონული ქსელის წყალობით ფუნქციონირებს, რომელიც დაახლოებით 69 მილიარდ ნეირონს ითვლის. ხილული სამყარო მინიმუმ 100 მილიარდი გალაქტიკისგან შედგება. გრძელი მწკრივებისა და კვანძების სახით განლაგებული ნეირონები და გალაქტიკები სისტემების მასის მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს, 70 პროცენტი კი პასიურ კომპონენტებზე მოდის — წყალზე ტვინში და ბნელ ენერგიაზე ხილულ სამყაროში.
მკვლევარებმა საერთო მახასიათებლების საფუძველზე ორივე სისტემაში მატერიის ფლუქტუაციის შედარებითი მოდელი შეადგინეს და მათი სტრუქტურული, მორფოლოგიური და ქსელური თვისებები შეისწავლეს.
„გასაოცარი მსგავსების ხარისხი, რასაც ჩვენი ანალიზი აჩვენებს, მეტყველებს იმაზე, რომ ორივე რთული სისტემის თვითორგანიზაცია ქსელის დინამიკის ერთნაირი პრინციპების შესაბამისად ფორმირდება“, — წერენ სტატიის ავტორები.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შეთავაზებულ მეთოდს კოსმოლოგიაშიც გამოიყენებენ და ნეიროქირურგიაშიც, რაც როგორც თავის ტვინის, ისე სამყაროს ევოლუციის დინამიკის უკეთ გაგებას გახდის შესაძლებელს.