11:43 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2334)
58 0 0

როგორც პენსილვანიის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, შტატის კანონმდებლობა არ ადგენს მანძილს დამკვირვებელსა და იმ მაგიდას შორის, რომელზეც ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის სარჩელი, რომლის თანახმადაც, ფილადელფიის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვების ულება არ მიეცათ, იუწყება NBC სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელის წინააღმდეგ ხუთი მოსამართლე წავიდა, ორმა კი მხარი დაუჭირა.

როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, პენსილვანიის კანონი დამკვირვებლების იმ შენობაში ყოფნას მოითხოვს, სადაც ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს, თუმცა არ ადგენს მინიმალურ მანძილს მათსა და იმ მაგიდებს შორის, რომლებზეც ბიულეტენები ითვლება.

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ შტატის საკანონმდებლო კრებამ საოლქო საარჩევნო კომისიებს მისცა უფლება, თავად დაუდგინონ დამკვირვებლებს ეს მანძილი და რომ რესპუბლიკელების პრეტენზიები უსაფუძვლოა.

მანამდე პენსილვანიის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა რესპუბლიკური პარტიის სარჩელი, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდეგ ფოსტით მიღებული დაახლოებით 9,3 ათასი ბიულეტენის ბათილად ცნობას მოითხოვდა. ამასთან შტატის სხვა სასამართლო მოქმედი პრეზიდენტის მხარეს დადგა და დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის სარჩელი, არ ჩათვლილიყო ფოსტით მიღებული ის ბიულეტენები, რომელთა გამგზავნებმაც საკუთარი პირადობა არ დაადასტურეს.

მანამდე ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ოლქში ხმების თავიდან, ხელით გადათვლის პროცესში 2,6 ათასზე მეტი ჩაუთვლელი ბიულეტენი აღმოაჩინეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2334)

მთავარი თემები