09:43 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2351)
202 0 0

ამ დროისათვის დანიიდან ევროკავშირის ქვეყნებში ქათმის ხორცისა და კვერცხის ექსპორტი სამი თვითაა შეჩერებული.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. დანიის ხელისუფლებამ მეფრინველეობის ფერმაში ქათმის გრიპის H5N8-ის აფეთქებასთან დაკავშირებით 25 ათასი წიწილის განადგურება გადაწყვიტა, იუწყება გამოცემა Ekstra Bladet.

გავრცელებული ინფორმაციით, ტესტის შედეგები 16 ნოემბერს მიიღო დანიის ვეტერინარიისა და კვების პროდუქტების სამმართველომ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე შეაჩერა ფრინველისა და კვერცხის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში — მინიმუმ სამი თვით.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ჯერჯერობით ქვეყანაში ფრინველის გრიპით ადამიანების ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მანამდე დანიის ხელისუფლებამ მცდარად აღიარა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში წაულების განადგურებას შეეხებოდა, რადგან ისინი თითქოს კორონავირუსს ავრცელებდნენ. გამოცემა Berlingske-ს ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა საბოდიშო წერილები დაუგზავნა ფერმერებს და განუმარტა მათ, რომ ცხოველების განადგურება იყო არა მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან, არამედ რეკომენდაცია.

თემები:
მსოფლიო დღეს (2351)

მთავარი თემები