08:51 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
37 0 0

ბოზკირის თქმით, ვეტოს ხშირი გამოყენება და კონკურენტული ინტერესები არაეფექტურს ხდის უშიშროების საბჭოს, რაც ხშირად უკიდურესად სასწრაფოდ მოსაგვარებელი კრიზისების დროსაც კი ხდება.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ ვოლკან ბოზკირმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუშაობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სტრუქტურა ეფექტურად ვერ პასუხობს მსოფლიოს წინაშე მდგარ სასიცოცხლო გამოწვევებს.

ამის შესახებ დიპლომატმა საკუთარ გვერდზე დაწერა სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

​ბოზკირის თქმით, უშიშროების საბჭოს რეფორმა გარდაუვალია.

„მიმაჩნია, რომ აქტიური მონაწილეობითა და პრაგმატული მიდგომით ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, — იმედი აქვს გენასამბლეის თავმჯდომარეს.

მისი თქმით, ვეტოს უფლების ხშირი გამოყენება და წევრთა კონკურენტული ინტერესები ზღუდავს გაეროს უშიშროების საბჭოს ეფექტურობას, და ეს ხშირად ზოგი უკიდურესად სასწრაფოდ მოსაგვარებელი ჰუმანიტარული კრიზისის დროსაც კი ხდება.

თურქი დიპლომატი ვოლკან ბოზკირი გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარედ მიმდინარე წლის 17 ივნისს აირჩიეს 75-ე სესიაზე.

მთავარი თემები