04:47 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (572)
69 0 0

სამი ქვეყნის სწავლულები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტმა არასახარბიელო შედეგები აჩვენა, თუმცა კვერცხის ჯანმრთელობაზე გავლენის შესწავლა ჯერ არ დასრულებულა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ქათმის კვერცხის რეგულარული მოხმარება მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების შანსს 60%-ით ზრდის. დღეში ერთი კვერცხის მიღების შემთხვევაში ამ უსიამოვნო სტატისტიკაში მოხვედრაა შესაძლებელი, დაასკვნეს მეცნიერებმა.  

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის, სამხრეთ ავსტრალიისა და კატარის უნივერსიტეტების სწავლულებმა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც 1991–2009 წლებში შეგროვებული 8545 ადამიანის დიეტის მონაცემები შეისწავლეს.

კვლევამ, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში British Journal of Nutrition, აჩვენა, რომ დღეში დაახლოებით 38 გრამი ქათმის კვერცხის (ერთი უმი კვერცხის საშუალო წონა 50 გრამია) ჭამა დიაბეტის განვითარების რისკს 25%-ით ზრდიდა. მათ კი, ვინც დღეში 50 გრამ კვერცხს მიირთმევდა, დაავადების შანსი 60%-ით მეტი ჰქონდათ.

ამასთან, აღმოჩნდა, რომ ეს მაჩვენებელი ქალებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე მამაკაცებში.

მეცნიერების დასკვნით, დიაბეტის რისკი დღეში მიღებული კვერცხის რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იზრდება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, მკვლევარების აზრით, ეს მონაცემები ჯერჯერობით წინასწარია, ადამიანის ჯანმრთელობაზე კვერცხის ზემოქმედების მექანიზმის შესწავლა გრძელდება და, შესაბამისად, ისინი მზად არ არიან, სრულად ამოიღონ რაციონიდან კვერცხი.

ამ დროისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციების თანახმად, ადამიანმა კვირაში ორი-სამი კვერცხი უნდა მიიღოს. ამასთან აღინიშნება, რომ ეს რჩევა უნდა გაითვალისწინონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც ლიპიდურ ცვლასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)

მთავარი თემები