10:10 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2306)
53 0 0

მანამდე ქვყენაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად, 300 კაცზე მეტის თავშეყრა იყო აკრძალული.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების გამო შვედეთში რვა კაცზე მეტის ერთად შეკრება იკრძალება, იუწყება სააგენტო Reuters ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შტეფან ლოვენის განცხადებაზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ მანამდე შვედეთში 300-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა იყო აკრძალული.

„ეს ახალი ნორმაა მთელი მოსახლეობისთვის. არ იაროთ სპორტდარბაზებში, არ იაროთ ბიბლიოთეკებში, არ მოაწყოთ წვეულებები. გააუქმეთ ყველაფერი“, — განაცხადა ლოვენმა.

მანამდე შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ აღიარა, რომ მისი პროგნოზი კორონავირუსის მეორე ტალღის განვითარებასთან დაკავშირებით მცდარი იყო. ქვეყნის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებზე უარის თქმით კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოყალიბდებოდა, რომელიც შემოდგომაზე ხელს შეუშლიდა დაავადების გავრცელებას. მაგრამ რეალურად ქვეყანამ სხვა სურათი მიიღო: ამ დროისათვის შვედეთში ჰოსპიტალიზაციის დონე სხვა ევროპულ ქვეყნებზე მაღალია.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2306)

მთავარი თემები