05:41 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2341)
13610

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოკვდა გულის გაჩერებით, ორი დღის შემდეგ გონს მოვიდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ექიმებმა სიცოცხლე დაუბრუნეს მამაკაცს, რომელსაც 45 წუთის განმავლობაში გული ჰქონდა გაჩერებული, იუწყება Seattle Times.

გავრცელებული ინფორმაციით, მაიკლ კნაპინსკი, რომელიც 7 ნოემბერს დაიკარგა მაუნთ–რეინირის თოვლიან მთებში, მაშველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს მეორე დღეს. 45 წლის მამაკაცი სიეტლის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მას გული გაუჩერდა.

​ცენტრის ექიმის ჯენელ ბადულაკის თქმით, კნაპინსკის გული მთელი 45 წუთის განმავლობაში არ უმუშავებდა, რამაც მედიკოსებს უნიკალური საშუალება მისცა, ეცადათ მისი გადარჩენა ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის აპარატზე მიერთებით, რაც სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნების ყველაზე თანამედროვე მეთოდია მთელ მსოფლიოში. აპარატს პაციენტის სისხლი სხეულიდან გამოაქვს, „წმენდს“ მას ნახშირორჟანგისგან, ამდიდრებს ჟანგბადით და უკან, სხეულში აბრუნებს.

მაიკლ კნაპინსკიმ ორი დღის შემდეგ გაახილა თვალები — მისი გული „გადაიტვირთა“ და თავიდან ამუშავდა.

„ის მკვდრეთით აღდგა. შეიძლება მედიცინის თვალსაზრისით ეს არასწორია, მაგრამ მისი გული 45 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში არ სცემდა. ეს გამაოგნებელია“, — ამბობს ცენტრის დირექტორი სამან არბაბი.

როდესაც მაიკლმა თვალები გაახილა, ამ დროს მის გვერდით მედდა უიტნი ჰოლენი იჯდა, რომლის თქმითაც, მაიკლმა პირველ რიგში ოჯახთან დარეკვა მოისურვა. „ისიც ტიროდა და მისი ოჯახის წევრებიც. საოცარი სანახავი იყო, რომ ადამიანმა, ვისი სიცოცხლისთვისაც ბოლომდე ვიბრძოდით, ასე დრამატულად და შთამბეჭდავად გაიღვიძა“, — ამბობს მედდა.

მკვდრეთით აღმდგარმა პაციენტმა მადლობა გადაუხადა მედპერსონალს „გაცოცხლებისთვის“ და განაცხადა, რომ აუცილებლად კიდევ მეტად იზრუნებს მშობლების ზრუნვას მოკლებულ ბავშვებზე, რომლებისთვისაც მანამდე სახლების აშენებაში მონაწილეობდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2341)

მთავარი თემები