14:50 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2324)
33 0 0

მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა ოპონენტს გამარჯვება მიულოცა, თუმცა არჩევნების გასაჩივრებას მაინც გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოში.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერს მაია სანდუს რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში წინასწარი გამარჯვება მიულოცა.

მოლდოვაში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტი იგორ დოდონი და ქვეყნის ექს-პრემიერი მაია სანდუ მონაწილეობდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სანდუმ ხმების 57,75% მიიღო, ხოლო დოდონს ხმა ამომრჩევლების 42,25%-მა მისცა.

„წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ მაია სანდუმ გაიმარჯვა. მე ვულოცავ მას წინასწარ გამარჯვებას, თუმცა საარჩევნო პროცესში წერტილი მაშინ დაისმება, როცა დარღვევების თაობაზე ყველა შეტყობინება გადამოწმდება“, — განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

დოდონმა ხაზი გაუსვა, რომ მოვალეობებს 23 დეკემბრამდე შეასრულებს. ამის შემდეგ სანდუს ინაუგურაცია გაიმართება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო, რომლისთვის მიმართვასაც გეგმავს დოდონი, არჩევნების შედეგების ნამდვილობას ცნობს.  

მანამდე კი პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკოსებს, დამშვიდდნენ და დაუბრუნდნენ საქმეებს, ვინაიდან ქვეყანა პანდემიის ზღვარზე დგას.

აღსანიშნავია, რომ კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკვე მიულოცა მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

მთავარი თემები