01:11 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2341)
69 0 0

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განმარტა, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ყარაბაღში ერთობლივი სამშვიდობო ძალების განთავსებაზე „საუბარი არ ყოფილა“.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თურქი სამხედროების აზერბაიჯანში გაგზავნის შესახებ პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ბრძანებულების პროექტი უკვე წარედგინა რესპუბლიკის პარლამენტს, იუწყება სააგენტო Anadolu.

როგორც მოსალოდნელია, თურქეთის პარლამენტი აღნიშნულ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს.

მანამდე, 11 ნოემბერს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეიმის კონტროლის ცენტრის შექმნას ითვალისწინებდა, და რომ თურქეთი მონაწილეობას მიიღებს „ერთობლივ სამშვიდობო მისიაში“.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი განმარტავდა, რომ მოსკოვი და ანკარა ყარაბაღის საკითხზე მონიტორინგის ცენტრის მეშვეობით ითანამშრომლებდნენ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება, ხოლო „ერთობლივ სამშვიდობო ძალებზე საუბარი არ ყოფილა“.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2341)

მთავარი თემები