მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯორჯიაში ბიულეტენების გადათვლა მიმდინარეობს: რის იმედი აქვთ დემოკრატებს

© AFP 2024 / JASON REDMONDარჩევნები აშშ-ში
არჩევნები აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეარხ Fox New-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჯორჯიაში ბაიდენს ხმების 49,5% აქვს მიღებული, ხოლო დონალდ ტრამპს — 49,2%, ანუ 14 122 ხმით ნაკლები.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ჯორჯიის შტატში საარჩევნო ბიულეტენების გადათვლა, რაც ახლა მიმდინარეობს, ვერ მოახდენს გავლენას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, რომელთა თანახმად შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, განაცხადა დემოკრატიული პარტიის გარდამავალი გუნდის წევრმა პატრიკ მურმა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ახალი სარჩელი: ტრამპის შტაბმა პენსილვანიაში საკვანძო მოთხოვნებზე უარი თქვა

როგორც მან აღნიშნა, უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჯორჯიაში მიმდინარე ხმების გადათვლა „პრაქტიკულად არანაირად“ არ ისახება საფინალო შედეგებზე.

ამასთან, მურმა განაცხადა, რომ დემოკრატი კანდიდატის შტაბის წარმომადგენლებს არ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ ჯორჯიაში კენჭისყრისას რაიმე დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯია (16 ელექტორალური ხმა) იმ მერყევ შტატთა ჩამონათვალს განეკუთვნება, სადაც ბოლო მომენტამდე არ იყო ნათელი, რომელი კანდიდატისკენ იხრებოდა მოსახლეობის უმრავლესობა. ბოლოს ამ შტატში დემოკრატმა კანდიდატმა 1992 წელს გაიმარჯვა.

მინიმალური სხვაობა შედეგებში: ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან>>

არჩევნების შემდგომ პირველ დღეებში ჯორჯიაში დონალდ ტრამპი ლიდერობდა, თუმცა ბიულეტენების დათვლის კვალდაკვალ ჯო ბაიდენსა და მას შორის სხვაობა შემცირდა. 6 ნოემბერს კი დემოკრატი კანდიდატი დაწინაურდა. Fox New-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის შტატში ბაიდენს ხმების 49,5% აქვს მიღებული, ხოლო დონალდ ტრამპს — 49,2%, ანუ 14 122 ხმით ნაკლები.  

გასულ კვირაში შტატის ხელისუფლებამ ხმების გადათვლის გადაწყვეტილება სწორედ იმის გამო მიიღო, რომ კანდიდატებისთვის მიცემული ხმები რაოდენობით მცირედ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიაში კენჭისყრის ოფიციალური შედეგების დაჯამების ვადა 20 ნოემბერს იწურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0