06:44 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია ტელეარხ Fox News-ის სიუჟეტმა ბაიდენის შესაძლო გამარჯვების შესახებ

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამარცხებას არ აღიარებს.

ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი მეტოქის შესაძლო გამარჯვების შესახებ გავრცელებული განცხადებები იმით ახსნა, რომ არჩევნები გაყალბდა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი არ არის კმაყოფილი საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების მუშაობით.

„მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა. დამკვირვებლები არ დაუშვეს, ხმებს ითვლიდა ცუდი რეპუტაციის მქონე კერძო მემარცხენე-რადიკალური კომპანია Dominion-ი, რომლის ცუდმა აღჭურვილობამ ტეხასშიც ვერ გაიარა კვალიფიკაცია, სადაც მე დიდი უპირატესობით მოვიგე“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

მოგვიანებით პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ბაიდენმა „მხოლოდ ფეიკ-მედიების თვალში გაიმარჯვა“, თავად კი ამ გამარჯვებას არ აღიარებს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. მედიის მონაცემებით, არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა მას უკვე გამარჯვება მიულოცა. მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამარცხება არ აღიარა და განაცხადა, რომ თავის გამარჯვებას სასამართლოში დაამტკიცებს.

მთავარი თემები