03:52 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2324)
169 0 0

შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც პირბადეების ტარება საავადმყოფოებს გარეთ სავალდებულო არ არის.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ აღიარა, რომ მისი პროგნოზი კორონავირუსის მეორე ტალღის განვითარებასთან დაკავშირებით მცდარი იყო, იუწყება გაზეთი The Financial Times.

ქვეყნის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებზე უარის თქმით კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოყალიბდებოდა, რომელიც შემოდგომაზე ხელს შეუშლიდა დაავადების გავრცელებას. მაგრამ რეალურად ქვეყანამ სხვა სურათი მიიღო: ამ დროისათვის შვედეთში ჰოსპიტალიზაციის დონე სხვა ევროპულ ქვეყნებზე მაღალია.

გამოცემის ინფორმაციით, სტოკჰოლმში ყოველი მეხუთე ტესტი დადებითია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსი იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს.

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტენგელი ამბობს, რომ კორონავირუსს „გრძელვადიანი პერსპექტივა“ აქვს, ამიტომ ისეთი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო, რომელიც მრავალი თვისა თუ წლის განმავლობაში იქნება ქმედითი.

აღსანიშნავია, რომ შვედეთში ფორმალური კარანტინი არ დაწესებულა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო სოციალური დისტანციის დაცვის, ხელების ჰიგიენისა და შინიდან მუშაობის რეკომენდაციებით შემოიფარგლა.

ამასთან შვედეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომლის ხელისუფლებაც არ აიძულებს ადამიანებს პირბადის ტარებას საავადმყოფოებს გარეთ. თუმცა მოსახლეობას ეძლევა რეკომენდაცია, თავი აარიდონ დახურულ სივრცეებს და არ შეხვდნენ საკუთარი ოჯახების არაწევრ ადამიანებს გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე.

ამასთან შვედეთის ხელისუფლებამ შედარებით მკაცრი რეკომენდაციები გასცა სტოკჰოლმისა და კიდევ ორი რეგიონისთვის, სადაც კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა იზრდება.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

მთავარი თემები