თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ილონ მასკმა ერთ დღეში ოთხი ტესტი გაიკეთა კორონავირუსზე და განსხვავებული პასუხები მიიღო, რის შესახებაც SpaceX-ის შეფი თავად წერს საკუთარ Twitter-აკაუნტზე.
მისი თქმით, ოთხიდან ორი ტესტის პასუხი დადებითი იყო, ორისა კი — უარყოფითი.
Something extremely bogus is going on. Was tested for covid four times today. Two tests came back negative, two came back positive. Same machine, same test, same nurse. Rapid antigen test from BD.
— Elon Musk (@elonmusk) November 13, 2020
„ხდება რაღაც ძალიან ყალბი. დღეს ოთხი ტესტი გავიკეთე COVID-ზე. ორმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ორმა — დადებითი. ერთი და იგივე მოწყობილობა, ერთი და იგივე ტესტი, ერთი და იგივე მედდა. ექსპრეს–ტესტი ანტიგენებზე კომპანია BD-სგან“, — წერს ილონ მასკი.
კითხვაზე, უვლინდება თუ არა კორონავირუსის სიმპტომები, ილონ მასკმა უპასუხა, რომ მხოლოდ ჩვეულებრივი გაციების ნიშნები აქვს.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ PCR–ტესტი გაიკეთა სხვა ლაბორატორიაში, რომლის პასუხებიც დაახლოებით 24 საათში იქნება მზად.