08:36 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1227)
155 0 0

რეგულაციების მიხედვით, ნიუ-იორკის შტატში ბარები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნეს ცენტრები და ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზიის მქონე დაწესებულებები ღამის საათებში დაიკეტება.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ნიუ-იორკის შტატში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, დღეიდან, 13 ნოემბრიდან ბარები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნეს–ცენტრები და ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზიის მქონე დაწესებულებები დაიკეტება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე.

„ახალი რეგულაციის თანახმად, შენობის შიდა და გარე შეკრებებზე დაშვებული იქნება მხოლოდ ათი ადამიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება მიტანის მომსახურებას.

ახალი რეგულაციების შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ 11 ნოემბერს გააკეთა განცხადება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 10 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 248 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1227)

მთავარი თემები