07:00 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (572)
158 0 0

მეცნიერთა თქმით, ამ მავნე ნივთიერების ზემოქმედება შეიძლება შეამციროთ ჭამის წინ ხელების რეგულარული დაბანით, ხალიჩების, ავეჯისა და ოთახის სხვა ზედაპირების საგულდაგულო გაწმენდით.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. პოლიბრომირებულმა დიფენილ ეთერებმა (პბდე), რომლებიც გამოიყენება ავეჯის, მისი გადასაკრავებისა და ასევე ელექტრონიკის წარმოებაში ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გასაზრდელად, შეიძლება დიაბეტი გამოიწვიოს, წერს გამოცემა Medical Xpress კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა ორსულ თაგვებზე ჩაატარეს ცდები, მოახდინეს რა მათზე მცირე დოზებით პბდე-თი ზემოქმედება. ეს დოზა შეესაბამებოდა გარემოს საშუალო ზემოქმედებას ქალზე როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში.

შედეგად – საცდელი თაგვების მთელ შთამომავლობას გლუკოზის აუტანლობა და ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაბალი დონე განუვითარდა. ამასთან სისხლში შაქრის მაღალი დონე გაუჩნდათ დედა–თაგვებსაც, თუმცა ისინი ისე ძლიერ არ დაზარალებულან, როგორც მათი ნაშიერები.

„ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარემოში არსებული ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა პბდე, დედისგან შეიძლება შთამომავლებს გადაეცეს, რაც განვითარების ადრეულ ეტაპზე საზიანოა ჯანმრთელობისთვის“, — განმარტა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მარგარიტა კიურას-კოლაზომ.

მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ადამიანებზე კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ პბდე-ს ნეგატიური გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ მავნე ნივთიერების ზემოქმედების შეზღუდვა შესაძლებელია ჭამის წინ ხელების რეგულარული დაბანითა და ხალიჩების, ავეჯისა და ოთახის სხვა ზედაპირების საგულდაგულო გაწმენდით.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)

მთავარი თემები