05:01 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2351)
94 0 0

მკვლევარების თქმით, Magnapinna ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი არსებაა ბუნებაში, რომელსაც რვა მეტრამდე სიგრძის საცეცები აქვს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც „საზარელი“ ღრმაწყლოვანი კალმარი Magnapinna არის აღბეჭდილი, იუწყება სამეცნიერო პორტალი Science Alert.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაღებები 2017 წელს მიმდინარეობდა ავსტრალიის სამხრეთი სანაპიროს მასშტაბური კვლევების ფარგლებში.

ირკვევა, რომ კალმარი Magnapinna ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი არსებაა ბუნებაში, ვინაიდან წყალში ოთხ კილომეტრამდე სირღმეზე ბინადრობს.

ამ მოლუსკის განმასხვავებელი თავისებურება — საცეცებია, რომელთა სიგრძე რვა მეტრს აღწევს და მნიშვნელოვნად აღემატება სხეულის სიგრძეს. გარდა ამისა, აქვს დიდი ფარფლები.

თემები:
მსოფლიო დღეს (2351)

მთავარი თემები