00:48 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (572)
369 0 0

ამერიკელი სპეციალისტები განმარტავენ, სხეულის რომელი ნაწილების ოფლიანობაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ პარკინსონის დაავადება არ გამოგვეპაროს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. რაიმე ხილული მიზეზის გარეშე ჭარბი ოფლიანობა პარკინსონის დაავადების მაუწყებელი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია, წერს გამოცემა Express აშშ-ის პარკინსონის ასოციაციაზე (APDA) დაყრდნობით.

სპეციალისტების თქმით, პარკინსონი თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც თავს იჩენს არაერთი ხილული სიმპტომი: ტრემორი, კუნთების რიგიდობა, კოორდინაციისა და მეტყველების დარღვევა, სიარულის გაძნელება.

ამერიკელი მედიკოსები ასკვნიან, რომ პარკინსონის დაავადებაზე ასევე მიუთითებს ჭარბი ოფლიანობა, და ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

ამასთან, ექიმები განმარტავენ, რომ ოფლიანობა ძირითადად სხეულის ზედა ნაწილში იჩენს თავს. თუმცა არის იშვიათი შემთხვევებიც, როცა დაავადება, პირიქით, ოფლიანობის შემცირებით გამოიხატება.

სუნი – ეს პირველი ზარია: რა დაავადებების რისკზე მეტყველებს სხეულის სუნები>>

აღნიშნული დარღვევები უკავშირდება სხეულის უუნარობას, სწორად დაარეგულიროს ტემპერატურა. ეს იმის გამო ხდება, რომ პარკინსონის დაავადება პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ამ ფუნქციაზე აგებს პასუხს, და ასევე ნერვებში, რომლებიც საოფლე ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს.

სპეციალისტების თქმით, პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომბინაცია — სხეულის ნაკლებად ოფლიანობა და სახეზე ჭარბი ოფლის გამოყოფაა.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)

მთავარი თემები