მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთის მთელ ტერიტორიაზე ქუჩაში სიგარეტის მოწევა აიკრძალა

© AP Photo / Omer Kuscuკორონავირუსი თურქეთში
კორონავირუსი თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსული პანდემიის მეორე პიკი დადგა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ხალხმრავალ ქუჩებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე თურქეთში დღეიდან სიგარეტის მოწევა იკრძალება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, იუწყება РИА Новости რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცირკულარზე დაყრდნობით.

ტეპლოვიზორი - Sputnik საქართველო
ქვედა საცვლებით სავსე ჩემოდნით: საქართველოს მოქალაქე ქალი გერმანიაში არ შეუშვეს
„მანამდე გამოცემული ცირკულარის თანახმად, საცხოვრებელი სახლების გარდა, მოქალაქეები ვალდებული არიან ატარონ პირბადეები ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. მაგრამ მოწევის დროს ადამიანები იხსნიან პირბადეებს, იწევენ მათ ქვემოთ, არ იყენებენ მათ სწორად. ამასთან დაკავშირებით 12 ნოემბრიდან ყველა პროვინციაში იკრძალება მოწევა ხალხმრავალ ქუჩებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე“, — ნათქვამია ცირკულარში.

დოკუმენტში აღინიშნება, რომ „პირბადეების გამუდმებული ტარება უკიდურესად მნიშვნელოვანია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რომელიც იოლად გადაეცემა სუნთქვით“.

მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამ თურქეთში მეორე პიკს მიაღწია. ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 400 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 11 ათასი ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0