20:27 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2303)
9610

ძაღლმა სუნით იგრძნო პატრონის სისხლში დაწყებული მომაკვდინებელი პროცესი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საფრთხეზე მიენიშნებინა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ძაღლმა თავისი პატრონის, ახალგაზრდა ქალის ორგანიზმში მიმდინარე სახიფათო ცვლილებები – სეფსისის დაწყება სუნით იგრძნო და ის სიკვდილს გადაარჩინა, იუწყება გამოცემა Daily Mail.

შემთხვევა ინგლისის ლინკოლნშირის საგრაფოში მოხდა. 2018 წლის თებერვალში ლევი კარტერი, რომელიც მაშინ 20 წლის იყო, სილამაზის სალონში წავიდა თმის გასაღიავებლად, რათა შავგვრემანიდან ქერად გარდასახულიყო.

​როდესაც სტილისტმა წყალბადის ზეჟანგზე დამზადებული საღებავი თავზე წაუსვა, ლევიმ წვა იგრძნო და მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო.

„თმის გასაღიავებლის წასმის შემდეგ თავზე ცელოფანი შემომახვიეს. ეს ძალიან მტკივნეული იყო, თავზე კვამლი ამდიოდა. დაუყოვნებლივ მივედი ონკანთან, სტილისტი თმას 20 წუთის განმავლობაში ცივი წყლით მბანდა“, — ამბობს ლევი.

ამის შემდეგ სალონის თანამშრომლებმა კარტერს თმის სხვა ფერით შეღებვა შესთავაზეს და ფასდაკლებაც გაუკეთეს. საბოლოოდ ქალი სახლში მკვეთრი წითელი თმით წავიდა.

იმავე საღამოს ლევი კარტერმა თავი ცუდად იგრძნო და ექიმს მიმართა. აღმოჩნდა, რომ თავის კანზე წყალბადის ზეჟანგი კვლავ იყო დარჩენილი და მას დამწვრობა გამოეწვია. ექიმმა ლევის ანტიბიოტიკები დაუნიშნა და შინ გაუშვა. გოგონას იმედი ჰქონდა, რომ წამლები უშველიდა, მაგრამ მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში თავის არეში დამწვრობა არა და არ გაქრა. პირიქით, ის კიდევ უფრო მტკივნეული გახდა.

ამის პარალელურად ლევის ძაღლმა ჩიკომ უცნაური ქცევა დაიწყო. ის ნაბიჯითაც არ შორდებოდა პატრონს და გამუდმებით ცქმუტავდა.

„ჩიკო არ მტოვებდა. ის გრძნობდა, რომ ჩემს თავს რაღაც ისე არ იყო და მანიშნებდა ამაზე. ბოლოს თვითონაც ვიგრძენი ჭრილობების სუნი და საავადმყოფოში წავედი“, — ამბობს გოგონა.  

ექიმმა ლევის სეფსისის დიაგნოზი დაუსვა და უთხრა, რომ კიდევ ცოტაც და მდგომარეობა უკვე სერიოზულად გართულდებოდა. საქმე ისაა, რომ სეფსისის დროს, რომელიც „ჩუმი მკვლელის“ სახელითაა ცნობილი, ყოველი დაგვიანებული საათი ლეტალობას რვა პროცენტით ზრდის.

ნამდვილი ამბავი: როცა ძაღლის სახით კარზე ბედისწერა გიკაკუნებს>>

„მადლობელი ვარ ჩემი ძაღლის, რომელმაც მაიძულა მემოქმედა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ იცის, სად ვიქნებოდი მე დღეს და საერთოდ ვიქნებოდი თუ არა“, — განაცხადა ლევი კარტერმა.

გოგონას სამი კვირის განმავლობაში უკეთებდნენ გადასხმებს. საბოლოოდ, სეფსისი „ჩაქრა“, დამწვრობით გაჩენილი წყლულებიც შეხორცდა, მაგრამ თმის ფოლიკულები იმდენად ძლიერ დაზიანდა, რომ ლევი რამდენიმე ადგილზე გამელოტდა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2303)

მთავარი თემები