03:05 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2351)
204 0 0

დანიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი იურიდიული უფლებები იმისთვის, რომ წაულების დახოცვა მოეთხოვათ.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყანაში წაულების განადგურების შესახებ, რადგან ისინი თითქოს კორონავირუსს ავრცელებდნენ, მცდარი იყო, განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა და სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების მინისტრმა მოგენს იენსენმა.

იენსენმა ტელეარხ TV2-ის ეთერში აღიარა, რომ მთავრობას არ ჰქონდა საკმარისი იურიდიული უფლებები იმისთვის, რომ წაულების მომშენებლებისთვის მათი დახოცვა მოეთხოვა, მათ შორის, ჯანმრთელი ინდივიდებისა.

„ჩვენ შევცდით“, — განაცხადა მინისტრმა.

გამოცემა Berlingske-ს ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა საბოდიშო წერილები დაუგზავნა ფერმერებს და განუმარტა მათ, რომ ცხოველების განადგურება იყო არა მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან, არამედ რეკომენდაცია.

აღსანიშნავია, რომ დანიის მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ყველა წაულის განადგურების შესახებ, რომლებიც თითქოს მუტირებული კორონავირუსის გამავრცელებლები იყვნენ, აღშფოთება გამოიწვია როგორც პარლამენტში, ისე ქვეყნის მოსახლეობასა და ფერმერებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის პარლამენტში მზადდება კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას მსგავსი ზომების გატარების მოთხოვნის უფლებას მისცემს აუცილებლობის შემთხვევაში. თუმცა, მასმედიის ცნობით, დეპუტატების უმეტესობა არ აპირებს მხარი დაუჭიროს კანონპროექტს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2351)

მთავარი თემები