08:33 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2311)
3810

აშშ-ის მიჩიგანის შტატში ამ დროისათვის ხმები ბოლომდე დათვლილი არ არის, თუმცა ტრამპის შტაბს უკვე მეორე სარჩელი შეაქვს შტატის სასამართლოში.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ახალი სარჩელი შეაქვს მიჩიგანის შტატის სასამართლოში მოთხოვნით – არ დაამტკიცოს კენჭისყრის შედეგები მანამ, სანამ არ დადასტურდება, რომ შტატში დამუშავებული ყველა ბიულეტენი კანონიერად იყო მიწოდებული.

აღნიშნულის თაობაზე ტრამპის შტაბის იურიდიულმა კონსულტანტმა მეტ მორგანმა განუცხადა პრესის წარმომადგენლებს ვიდეოკონფერენციის დროს.

„ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ [მიჩიგანში] კენჭისყრის შედეგები არ მოიცავს თაღლითური ან უკანონო გზებით მიწოდებულ საარჩევნო ბიულეტენებს“, — ციტირებს მორგანის სიტყვებს სააგენტო Reuters.

გაზეთ Washington Examiner-ის ინფორმაციით, ახალ სარჩელში ნათქვამია, რომ რესპუბლიკური პარტიის ბევრი დამკვირვებელი არ დაუშვეს იმ ხმების დათვლის პროცესზე, რომლებიც ფოსტით იყო მიღებული უეინის ოლქში. აღსანიშნავია, რომ ამ ოლქში შედის შტატის უდიდესი ქალაქი დეტროიტი.

გარდა ამისა, მორგანის თქმით, რესპუბლიკელი დამკვირვებლების მიმართ ადგილი ჰქონდა დევნისა და დაშინების ფაქტებს, რის თაობაზეც სარჩელი ფიცის ქვეშ მიცემულ წერილობით ჩვენებებს შეიცავს.  

ტელეარხ Fox News-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიჩიგანის შტატში (16 ელექტორალური ხმა) ბიულეტენების 99%-ია დათვლილი. ლიდერობს დემოკრატი ჯო ბაიდენი. მას 50,6% აქვს, ხოლო რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს – 47,9%.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა უამრავი სარჩელი შეიტანეს, სულ ცოტა, ხუთი შტატის სასამართლოებში და ხმების დათვლის პროცესი გაასაჩივრეს.

ტრამპის შტაბს მანამდე უკვე ჰქონდა სარჩელი შეტანილი მიჩიგანის სასამართლოში ხმების დათვლის პროცედურის შეჩერების მოთხოვნით, გამომდინარე იქიდან, რომ დათვლის პროცედურას რესპუბლიკელ დამკვირვებლებს არ ასწრებდნენ. თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2311)

მთავარი თემები