12:52 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2309)
36 0 0

„ტოკიო-2021“-ის ორგანიზატორები სამ პრინციპზე დაყრდნობით ემზადებიან თამაშებისთვის: უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ხარჯების მინიმიზაცია და ოლიმპიადის ფორმატის გამარტივება.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. იაპონიის ხელისუფლება აპირებს ორკვირიანი კარანტინისგან გაათავისუფლოს ის უცხოელები, რომლებიც 2021 წლის ოლიმპიადაზე დასასწრებად ჩავლენ ტოკიოში და რომლებსაც შესაბამისი უარყოფითი ტესტები ექნებათ კორონავირუსზე.

აღნიშნულის თაობაზე წერს იაპონური ახალი ამბების სააგენტო Kyodo.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვიზიტორებისთვის სავალდებულოა – თან ჰქონდეთ უშუალოდ იაპონიაში გაფრენის წინ მიღებული რამდენიმე ცნობა უარყოფითი ტესტის შესახებ.

გარდა ამისა, ტოკიოს ხელისუფლება უცხოელი სტუმრების გადაადგილების მონიტორინგსაც ჩაატარებს.

ამასთან, იაპონიის მთავრობაში განიხილავენ ვარიანტს, რომლის თანახმადაც COVID-19-ით გამოწვეული მძიმე ეპიდვითარების მქონე ქვეყნების მოქალაქეებს, შესაძლოა, საერთოდ აეკრძალოთ ქვეყანაში შესვლა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, ერთი წლით გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო. მისი ჩატარება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში იგეგმება.

ამ დროისათვის იაპონია ოლიმპიური თამაშებისთვის სამ პრინციპზე დაყრდნობით ემზადება: უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა და ოლიმპიადის ფორმატის გამარტივება.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2309)

მთავარი თემები