მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე: სამხედრო დაზვერვა ანგარიშს აქვეყნებს

© photo : Public domain / Hiromichi Matsuda / Nagasaki Atomic Bomb Museumატომური ღრუბელი ნაგასაკის თავზე
ატომური ღრუბელი ნაგასაკის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანი დიალოგით შეუძლებელია, რის გამოც მსოფლიო წესრიგი საფრთხის წინაშე დგას.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამყარო ახალი, მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას, ნათქვამია ჩეხეთის სამხედრო დაზვერვის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც უწყების საიტზე 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსების აზრით, დღეისათვის გლობალური კონფლიქტი „პირველ სტადიაზეა“.

​„ყალიბდება მათი მსოფლმხედველობა, ვისაც სურს და შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს მასში, და ეტაპობრივად განისაზღვრება ტექნოლოგიური ინსტრუმენტები“, — ნათქვამია დოკუმენტში.

შესაძლო კონფლიქტის მიზეზად მოხსენების ავტორები ასახელებენ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის მეტოქეობას.

ანალიტიკოსების აზრით, წამოჭრილი უთანხმოებების მოგვარება მშვიდობიანი დიალოგით შეუძლებელია, ხოლო მსოფლიო წესრიგის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დგას. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, დაძაბულობის გაღრმავებას ხელს უწყობს საზოგადოებრივი ცნობიერებით მანიპულირება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე The National Interest-მა რუსეთსა და ნატოს შორის პოტენციური ომის შანსები შეაფასა. სტატიის ავტორი ექსპერტთა მოსაზრებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანგრძლივ საომარ მოქმედებებში უპირატესობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დარჩება, თუმცა ამასთან ნატო საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე შეტევას გადაწყვეტს.

ყველა ახალი ამბავი
0