11:48 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (141)
60 0 0

ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში აღიარა, რომ ყარაბაღის თემაზე მიღებული გადაწყვეტილება მისთვის უკიდურესად მძიმე იყო.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, მთიან ყარაბაღში შერიგების შესახებ შეთანხმების ფონზე, აზერბაიჯანს „ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებათა მაგიდასთან“ მიღწეული წარმატება მიულოცა.

„აზერბაიჯანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ბრძოლის ველზეც და მოლაპარაკებათა მაგიდასთანაც. გულწრფელად გილოცავთ ამ ბედნიერ მიღწევას“, — დაწერა ჩავუშოღლუმ Twitter-ზე.

მისი თქმით, თურქეთი „აზერბაიჯანელი ძმებისთვის კვლავაც არის ერთი ხალხი და ერთი გული“.

მანამდე, 9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა Facebook-ზე, ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის უკიდურესად მძიმე იყო.

„რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოვაწერე შეთანხმებას ყარაბაღის ომის შეწყვეტაზე ღამის 01:00 საათიდან. უკვე გამოქვეყნებული განცხადების ტექსტი წარმოუდგენლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის“, – ნათქვამია ფაშინიანის ფეისბუქ-გვერდზე. 

სომხეთის მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტისა და ტერიტორიის ჩაბარების თაობაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. მთავრობის სახლთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, ფაშინიანის კაბინეტი დაარბიეს და სახელმწიფო სიმბოლიკა გაიტაცეს. ამის შემდეგ ისინი პარლამენტისკენ დაიძრნენ, სადაც ეროვნული კრების სპიკერი არარატ მირზოანი სცემეს. 

ამ დროისათვის აქციის მონაწილეებს დატოვებული აქვთ პარლამენტის შენობა, თუმცა დეპუტატებს ელოდებიან იმ იმედით, რომ ისინი ყარაბაღთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებენ.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (141)

მთავარი თემები