01:45 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2341)
96 0 0

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, მომხდარის გამო კომპენსაცია გადაიხადოს

თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტზე განცხადება გააკეთა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მიღებული ინფორმაციით, 9 ნოემბერს, 18:30 სთ-ზე (ბაქოს დროით) სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნახიჩევანის მონაკვეთზე იქნა ჩამოგდებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ვერტმფრენი Ми-24“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით უწყებამ განაცხადა, რომ ვერტმფრენი უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს დაფრინავდა, მაშინ როცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აქტიური საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, როგორც აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ აღნიშნა, ვერტმფრენი ღამის საათებში დაბალ სიმაღლეზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადარების ზონის მიღმა დაფრინავდა, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ვერტმფრენები კი მითითებულ რაიონში აქამდე შენიშნული არ ყოფილა.

„ხსენებული ფაქტორების კონტექსტში და რეგიონში დაძაბული ვითარებისა და სომხეთის მხარის შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის გათვალისწინებით, საბრძოლო ათეულის გუშაგმა სამიზნის გასანადგურებლად ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

აზერბაიჯანის მხარე ბოდიშს უხდის რუსეთის მხარეს აღნიშნულ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც შემთხვევითი ხასიათისაა და არ იყო მიმართული რუსული მხარის წინააღმდეგ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანული მხარე უსამძიმრებს ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებს, გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს და შესაბამისი კომპენსაციის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2341)

მთავარი თემები