00:42 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1220)
78 0 0

ჯანმოს გენერალური დირექტორი ხაზს უსვამს, რომ კორონავირუსული პანდემია სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასაც ართულებს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსული პანდემია გასცდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

​მისი თქმით, COVID-19-ის გავრცელების კუთხით ვითარება მსოფლიოში კიდევ მეტად გაუარესდა.

„ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ადამიანების დაცვაზე საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, მაგრამ COVID-19-ის პანდემია უკვე გასცდა უბრალოდ საგანგებო სიტუაციის ფარგლებს“, — აღნიშნა გებრეიესუსმა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, პანდემია უარყოფითად აისახება სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაზეც.

ამასთან გებრეიესუსმა მოუწოდა მსოფლიოს, განიხილონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა როგორც „გლობალური სიკეთე და არა როგორც კერძო პროდუქცია“.

ჯანმოს დირექტორმა გააფრთხილა მსოფლიოს ქვეყნები, რომ „ამჟამინდელი კრიზისი არ იქნება უკანასკნელი“, და მოუწოდა სახელმწიფოებს, დადგნენ ერთად გაეროს მიერ მონიშნული მიზნების მისაღწევად და „გეოპოლიტიკური განხეთქილებისგან განსაკურნად“.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1220)

მთავარი თემები