05:26 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (145)
65 0 0

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ტელეფონით ესაუბრნენ ერთმანეთს, რა დროსაც წამოიჭრა სწორედ ამგვარი ჯგუფის შექმნის იდეა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესთავაზა – შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად, იუწყება ტელეარხი CNN Turk დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით. 

გასულ შაბათს ერდოღანმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს ყარაბაღის თემაზე და, როგორც კრემლის პრეს-სამსახური იუწყება, მხარეები მზად არიან, ერთად იმოქმედონ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.

წყაროს ცნობით, სწორედ ამ სატელეფონო საუბრისას წამოაყენა ერდოღანმა სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეა, რასაც პუტინიც მიესალმა.

ტელეარხის ინფორმაციით, ყარაბაღის კრიზისზე მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გადავა ორმხრივ ფორმატში, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის გარეთ იმუშავებს.

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (145)

მთავარი თემები