COVID-19-ის მიმართ ანტისხეულები სხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებშიც აღმოაჩინეს

© AFP 2024 / ADEK BERRYCOVID-19-ის შესწავლა ლაბორატორიაში
COVID-19-ის შესწავლა ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, ზოგ შემთხვევაში ადამიანს სხვა ვირუსით ინფიცირების შემდეგ კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები უყალიბდება.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი შეიძლება ისეთ პაციენტებსაც ჩამოუყალიბდეთ, რომლებსაც COVID-19 არ ჰქონიათ, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო პორტალზე Science.

ვირუსების შესწავლა ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გვიცავს თუ არა გაციება კორონავირუსისგან: ცნობილი იმუნოლოგის განმარტება

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა 302 ადამიანი გამოიკვლიეს და 16 მათგანს კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები აღმოუჩინეს. ამასთან მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ამ პაციენტებს ანტისხეულები სხვა, „მონათესავე“ ვირუსით ინფიცირების შედეგად ჩამოუყალიბდათ და არა კორონავირუსით დაავადების შემდეგ.

სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგ ადამიანს შეიძლება სხვა ვირუსისგან ჰქონდეს შემორჩენილი ანტისხეულები, თუმცა მათი ეფექტურობა კორონავირუსის მიმართ ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.

გარდა ამისა, კვლევაში აღინიშნება, რომ იმ ადამიანებში აღმოჩენილი ანტისხეულები, რომლებიც COVID-19-ით ავად არ ყოფილან, განსხვავდება კორონავირუსგადატანილ პაციენტებში აღმოჩენილი ანტისხეულებისგან.

 

ყველა ახალი ამბავი
0