01:18 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2341)
73 0 0

თავდამსხმელმა რვა ადამიანი დაჭრა, მათ შორის არის რვა წლის ბავშვი, ყველა მათგანი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ კრივოი-როგში მამაკაცი თავს დაესხა გამვლელებს, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რვა ადამიანი დაჭრილია, იუწყება РИА Новости რეგიონის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

7 ნოემბერს 15:20 საათზე მეტალურგიულ რაიონში დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი თავს დაესხა გამვლელებს. მამაკაცმა ადამიანებს მრავალრიცხოვანი ჭრილობა მიაყენა. შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, რვა პირი, მათ შორის რვა წლის ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

ბოროტმოქმედი, რომელიც 1983 წელს ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა, დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

თემები:
მსოფლიო დღეს (2341)

მთავარი თემები