მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ში ქალაქის მერად ძაღლი აირჩიეს: გაიმარჯვა ფრანგულმა ბულდოგმა

CC0 / Pixabay / ფრანგული ბულდოგი
ფრანგული ბულდოგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ მერს რეალური ძალაუფლება არ გააჩნია, მას მაინც შეაქვს გარკვეული წვლილი ქალაქის კეთილმოწყობაში.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. კენტუკის შტატის (აშშ) ქალაქ რებიტ-ჰეშის მოსახლეობამ ახალი მერი აირჩია — ეს ფრანგული ბულდოგია, სახელად უილბურ ბისტი, იუწყება ქალაქის ისტორიული საზოგადოება საკუთარ Facebook-აკაუნტზე.

უილბურმა არჩევნებში ხმათა რეკორდული რაოდენობა მიიღო — მას 13143-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ეს ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქალაქის ისტორიაში. გავრცელებული ინფორმაციით, უილბურთან ერთად მერის თანამდებობისთვის იბრძოდნენ ბიგლი სახელად ჯეკი–ბაჭია და ოქროსფერი რეტრივერი პოპი.

რებიტ-ჰეშში ცხოველის უმაღლეს თანამდებობაზე არჩევის ტრადიცია 1998 წლიდან არსებობს, როდესაც მერი უჯიშო ცუგა, სახელად გუფი ბორნმენი გახდა. სიკვდილის შემდეგ ის თანამდებობაზე შავმა ლაბრადორმა ჯუნიორ კოკრანმა შეცვალა 2001 წელს. ქალაქის მესამე მერი იყო ბორდერ–კოლი ლუსი ლიუ, რომელსაც პოსტი შვიდი წლის განმავლობაში ეკავა, ხოლო მეოთხე — პიტბული ბრინეტ პაულტრო. ამ უკანასკნელმა არჩევნებში მონაწილე ქათამი, კატა, ვირი და კიდევ სხვა კანდიდატები დაამარცხა.

რებიტ-ჰეშის მერს, რა თქმა უნდა, რეალური ძალაუფლება არ გააჩნია და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მსგავსი არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ტარდება, რომ ქალაქის კეთილმოწყობისთვის საჭირო სახსრები შეგროვდეს. კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველმა ერთი დოლარი უნდა გადაიხადოს, ამასთან ხმის მიცემა რამდენჯერმე შეიძლება.

ყველა ახალი ამბავი
0