10:04 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2305)
58 0 0

ზოგიერთ ქალაქში პროტესტი მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში ჩატარდა, სხვაგან პოლიციამ არეულობის გამო ათობით და ასეულობით ადამიანი დააკავა

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. სანამ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლა გრძელდება, ქვეყნის მოსახლეობა ქალაქებში საპროტესტო აქციებს მართავს, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

როგორც გაზეთი Chicago Sun Times-ი იუწყება, ჩიკაგოს ცენტრში მინიმუმ ათასი დემონსტრანტია შეკრებილი და თითოეული ხმის დათვლას მოითხოვს. ორგანიზატორები არიგებენ პოსტერებს წარწერებით: „გააჩერეთ ტრამპი“ და „ტრამპი/პენსი წადით“. ორატორებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

პროტესტები ფილადელფიაშიც (პენსილვანიის შტატი) გაიმართა. ტელეარხ CBS Philly-ს მონაცემებით, დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა დარწმუნდნენ, რომ თითოეული ხმა დაითვლება. მათ შეუერთდნენ ადამიანები, რომლებიც პოლიციელების მიერ აფროამერიკელი უოლტერ უოლესის მკვლელობის გამო მართავენ აქციას.

როგორც გამოცემა Star Tribune წერს, მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ასობით ადამიანი გამოვიდა ფედერალურ ავტოსტრადაზე, ისინი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას და მის მიერ არჩევნების გასაჩივრების მუქარას აპროტესტებენ. აქცია ადგილობრივი დროით 19:45 საათზე დაიწყო. პოლიციამ გზა გადაკეტა და მძღოლებს ამ რაიონში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია. მოძრაობა ორივე მიმართულებით შეწყდა.

აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს. დაკავებების გაფორმება ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მომიტინგეები ასფალტზე დასვეს და დალოდება უბრძანეს. ზოგიერთმა მუსიკა ჩართო და ცეკვა დაიწყო. შემდეგ პოლიციამ გამოაცხადა, რომ მათ, ვინც ითანამშრომლა პოლიციასთან, ოქმებს შეუდგენენ და გაუშვებენ. მშობლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად იყვნენ აქციაზე, გაფორმების გარეშე გაათავისუფლეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გარდა ამისა, პორტლენდში (ორეგონის შტატი) პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. როგორც Fox News-ი იუწყება, მომიტინგეები პოლიციის მისამართით მოლოტოვის კოქტეილებს და შუშის ბოთლებს ისროდნენ. ერთ-ერთს თოფი აღმოაჩნდა. პოლიციამ არეულობა ბუნტად შეაფასა და ათზე მეტი ადამიანი დააკავა. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შტატის ხელისუფლებამ ეროვნული გვარდია აამოქმედა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა. ზოგიერთ შტატში ხმების დათვლა გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ლიდერობს დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი, საბოლოო გამარჯვებისთვის მას ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) ექვსი ხმა სჭირდება. მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოგების შესახებ განაცხადა და დემოკრატები „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში დაადანაშაულა. მისი საარჩევნო შტაბი ხმების გადათვლას მოითხოვს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2305)

მთავარი თემები