18:25 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2324)
159 0 0

ექიმები ირწმუნებიან, რომ ბავშვის მოულოდნელი სიკვდილი გაჯეტების ხშირ გამოყენებასა და ძილის ნაკლებობას უკავშირდება.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. 13 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში პერიოდული შეტევების გამო იწვა, კლინიკიდან გაწერის შემდეგ ერთ კვირაში გარდაიცვალა, იუწყება გამოცემა Mirror.

ექიმებმა პაციენტის ავადობის მიზეზად პლანშეტის ზედმეტად ხშირი გამოყენება და ძილის ნაკლებობა დაასახელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა.

როგორც ირკვევა, გოგონას „მინი-კრუნჩხვები“ ბოლო სამი წლის განმავლობაში აწუხებდა, რა დროსაც თვალებს ატრიალებდა და თავის კანკალი ეწყებოდა. მოზარდის დედამ არაერთხელ მიმართა სპეციალისტებს, მაგრამ ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა თვალების სიმშრალით იყო გამოწვეული.

მას შემდეგ კი, რაც გოგონას ძილისას სერიოზული კრუნჩხვითი შეტევა დაემართა, ის მელბურნის საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც ექიმებმა განაცხადეს, ეს ერთჯერადი შემთხვევა იყო, რაც პლანშეტის ძალიან ხშირ გამოყენებასა და ძილის უკმარისობას უკავშირდებოდა.

„მირორის“ ინფორმაციით, გოგონამ დედასთან ერთად საავადმყოფოში ორი საათი დაჰყო, თუმცა მისთვის არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ, ისე გაუშვეს შინ. დედის თქმით, მისმა შვილმა ცხოვრება „ჩვეულ რეჟიმში“ განაგრძო — ძველებურად თამაშობდა გაჯეტით და აგრძელებდა მიმოწერას სოციალურ ქსელებში. ერთი კვირის შემდეგ კი დედამ შვილი გარდაცვლილი იპოვა.

სამწუხაროდ, ანალიზების არარსებობის გამო სიკვდილის ზუსტი მიზეზების დადგენა შეუძლებელი გახდა. გარდაცვლილი ბავშვის დედა ბრალს ექიმებს სდებს, რომლებმაც „სრული გამოკვლევა არ ჩაუტარეს“ მის შვილს. თუმცა ექიმები ირწმუნებიან, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი გაჯეტის გადამეტებული გამოყენება გახდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

მთავარი თემები