08:31 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2311)
152 0 0

გარდა ამისა, მასმედია იუწყება, რომ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის ისტორიაში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა უკვე მიიღო

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა ბოლო 120 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი აღმოჩნდა, ნათქვამია The Hill-ის პუბლიკაციაში United States Election Project-ის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით. ამის შესახებ იუწყება РИА Новости.

„წინასწარი შეფასებები აჩვენებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობა ყველაზე მაღალი იყო 1900 წლის შემდეგ, United States Election Project-ის პროექტის თანახმად“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

როგორც მასალაშია მითითებული, ფლორიდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა მაიკლ მაკდონალდმა, რომელიც პროექტს უძღვება, განაცხადა, რომ სამშაბათს არჩევნებში 160-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქტივობამ 66,9% შეადგინა. მაკდონალდის სიტყვებით, აქტივობა ბოლო 120 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო - 1900 წელს ამ მაჩვენებელმა 73,7% შეადგინა.

გარდა ამისა, ტელეარხმა CNBC-მ განაცხადა, რომ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტი ხმა უკვე მიიღო.

აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსმა 2008 წელს ბარაკ ობამას რეკორდს გადაუსწრო.

Fox News-ის მონაცემებით, ბაიდენს ხმა მისცა 69 786 232-მა ადამიანმა და ამჟამად ის საპრეზიდენტო რბოლაში მეტოქეს უსწრებს.

აშშ-ში არჩევნები გუშინ ჩატარდა. Fox News-ის ინფორმაციით, დემოკრატების წარმომადგენელს წინასწარი მონაცემებით

ამომრჩეველთა კოლეგიის 238 ხმა აქვს, სახელმწიფოს მოქმედ მეთაურ დონალდ ტრამპს კი - 213. გამარჯვებისთვის აუცილებელია 270 ხმა.

ვინაიდან შედეგები ჯერ ყველა შტატში არაა დათვლილი (ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში ამას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს), რომელიმე კანდიდატის გამარჯვებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის მიუხედავად, ორივე პოლიტიკოსის შტაბებში უკვე გამარჯვებაზე საუბრობენ.

თემები:
მსოფლიო დღეს (2311)

მთავარი თემები