04:49 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (563)
75 0 0

გარდა წონაში კლებისა, ექსპერიმენტის მონაწილეებს გაუქრათ ტკბილი საკვებისა და ნახშირწყლების მოთხოვნილება.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ექსპერიმენტული პრეპარატი — სპეციფიკური ანტისხეული, რომლის ერთჯერადი ინექცია აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ამცირებს წონას. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Proceedings of the National Academy of America of America. 

მანამდე მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაადასტურეს, რომ ჰორმონ FGF21-ის ან მისი მოდიფიცირებული ვარიანტების რეგულარული მიღება აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს როგორც მღრღნელებში, ისე მაიმუნებსა და ადამიანებში, რაც წონის ეფექტურად და უსაფრთხოდ შემცირების საშუალებას იძლევა. თუმცა, ორგანიზმიდან ამ ცილების სწრაფი გამოდევნა საჭიროებს ხშირ დოზირებას, ეს კი ამცირებს მათ თერაპიულ ღირებულებას.

ამერიკელმა მეცნიერებმა კი, პროფესორ პუნიტ არორას ხელმძღვანელობით, სიმსუქნესთან საბრძოლველად ხანგრძლივი მოქმედების ანტისხეულის BFKB8488A-ს გამოყენება გადაწყვიტეს და მისი ეფექტურობის დასადგენად კვლევა ჩაატარეს. 

კვლევაში მონაწილეობა 60-მა ჭარბწონიანმა ადამიანმა მიიღო. შედეგებმა აჩვენა, რომ BFKB8488A-ს ერთჯერადი კანქვეშა ინექცია მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას იწვევს, რაც 60 დღემდე გრძელდება. იმ მონაწილეებმა, რომლებმაც, საკონტროლო ჯგუფისგან განსხვავებით, ანტისხეულები მიიღეს, კვლევის განმავლობაშივე დაიწყეს წონაში კლება.

მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში მანამდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს: ვრცელდება ვიდეო>>

გარდა ამისა, ექსპერიმენტის მონაწილეებმა შენიშნეს, რომ აღარ უჩნდებოდათ ტკბილი საკვების სურვილი. ამასთან ინექციიდან ერთი კვირის შემდეგ გაუმჯობესდა მათი კარდიომეტაბოლური პარამეტრები და შემცირდა ნახშირწყლებზე მოთხოვნა. 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ უფრო მკაფიო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კლინიკური კვლევები, მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ BFKB8488A ანტისხეულს შეუძლია დააკორექტიროს მეტაბოლური დისფუნქცია ჭარბწონიან ადამიანებში და შეცვალოს მათი კვებითი ქცევა.    

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (563)

მთავარი თემები