01:27 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2341)
108 0 0

აშშ-ში მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კი არ აძლევენ ხმას, არამედ თავდაპირველად კენჭს უყრიან ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებიც შემდეგ თავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ აძლევენ ხმას.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მოგვიანებით ხალხის წინაშე წარდგება და განცხადებას გააკეთებს „დიდი გამარჯვების“ თაობაზე.

ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატებს არჩევნების მოპარვა სურთ.

„ჩვენ დიდი აღმავლობა გვაქვს, მაგრამ ისინი ცდილობენ მოიპარონ არჩევნები. ჩვენ არასდროს მივცემთ მათ ამის უფლებას“, — დაწერა ტრამპმა.

​აღსანიშნავია, რომ Twitter-მა პრეზიდენტის ეს პოსტი „სადავო კონტენტის შემცველ საეჭვო პოსტად“ მონიშნა.

მანამდე განცხადება გააკეთა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელიც ასევე დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში.

​„ტრამპი კი არ წყვეტს ვინ გაიმარჯვებს, არამედ ამერიკელი ხალხი, და მან გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, შევიტყოთ როგორია ეს არჩევანი“, — თქვა ბაიდენმა.

დილის 10:00 საათის მონაცემებით (თბილისის დროით), დონალდ ტრამპი ლიდერობს პენსილვანიაში (ამომრჩეველთა კოლეგიის 20 ხმა), ჯორჯიაში (16 ხმა), მიჩიგანში (16 ხმა), ჩრდილოეთ კაროლინაში (15 ხმა), ალასკაზე (3 ხმა) და ვისკონსინში (10 ხმა).

ჯო ბაიდენი ლიდერობს ნევადაში (ამომრჩეველთა კოლეგიის 6 ხმა).

Fox New-ის მონაცემებით, ბაიდენს კოლეგიის 238 წევრი ჰყავს, ტრამპს 213 და ორივე მათგანი ინარჩუნებს პრეზიდენტად არჩევის რეალურ შანსებს.

აშშ-ში საარჩევნო სისტემა ორი საფეხურისგან შედგება — მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კი არ აძლევენ ხმას, არამედ თავდაპირველად კენჭს უყრიან ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებიც შემდეგ თავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ აძლევენ ხმას.

თემები:
მსოფლიო დღეს (2341)

მთავარი თემები