04:19 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2304)
65 0 0

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები შვეიცარიის მოქალაქეები არიან, ერთი 18 წლის, მეორე კი 24 წლის ახალგაზრდები

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში, ვენაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავეს, იუწყება სააგენტო Swissinfo ქალაქ ვინტერტურის პოლიციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია შვეიცარიის ორი მოქალაქე - 18 და 24 წლის ახალგაზრდები.

„გამოძიება ადგენს, რა კავშირში არიან დაკავებულები და სავარაუდო დამნაშავე“, - ნათქვამია პოლიციის რელიზში.

ორშაბათს ვენის ცენტრში სროლა და თავდასხმების სერია მოხდა, შეტევის ერთ-ერთი ობიექტი სინაგოგა გახდა. ავსტრიის ხელისუფლების მონაცემებით, საუბარია ტერაქტზე. ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია, პოლიცია მის შესაძლო თანამზრახველებს ეძებს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის თავად ტერორისტი, რომელიც, ავსტრიის შსს-ს მონაცემებით, იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი. ოცზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ვენაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ავსტრიის პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 14 ადამიანი დააკავა და 18 ჩხრეკა ჩაატარა, ყველა დაკავებული პირი ტერორისტის გარემოცვიდანაა. მიმდინარეობს მათი დაკითხვები.

თემები:
მსოფლიო დღეს (2304)

მთავარი თემები