11:16 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2307)
52 0 0

პრეზიდენტი ტრამპი დიდ იმედებს ამყარებს იმ მოქალაქეების მხარდაჭერაზე, რომლებსაც გამოკითხვეში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ აქტიურად აძლევენ ხმას არჩევნებში.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის საკვანძო შტატებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ლიდერობს, იუწყება პოლიტიკური სტატისტიკური პორტალი Real Clear Politics, რომელიც სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეერთებული შტატების ლიდერს მხარს უჭერს ოჰაიოს (წარმოადგენს ამომრჩეველთა კოლეგიის 18 ხმას), ჩრდილოეთ კაროლინის (კოლეგიის 15 ხმა), ჯორჯიისა (16 ხმა) და აიოვას (6 ხმა) მოსახლეობის უმრავლესობა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერ შტატებში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა (38) ხმების მიხედვით ტრამპი პოზიციებს თმობს, ის მაინც ლიდერობს 47,7%-ით ბაიდენის 46,5%-თან შედარებით.

იმავდროულად, გამოკითხვის თანახმად, დემოკრატი ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს უსწრებს ისეთ მერყევ შტატებში, როგორებიცაა ფლორიდა, პენსილვანია, მიჩიგანი, ვისკონსინი, მინესოტა, ნევადა და არიზონა.

Real Clear Politics-ის მონაცემებით, მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე 6,8%-ით პოპულარულია.

ამასთან, როგორ ტელეარხი Fox News აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი დიდ იმედებს ამყარებს იმ მოქალაქეების მხარდაჭერაზე, რომლებსაც გამოკითხვეში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ აქტიურად აძლევენ ხმას არჩევნებში. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სოციოლოგიური კვლევები ისეთივე მცდარია, როგორიც 2016 წლის გამოკითხვები იყო, როდესაც, კვლევების საწინააღმდეგოდ, გაიმარჯვა მან და არა ჰილარი კლინტონმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, 3 ნოემბერს იმართება. შეერთებული შტატების მოქალაქეები აირჩევენ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, 35 სენატორს, წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, 13 გუბერნატორს და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წევრებს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2307)

მთავარი თემები